შაბათის სკოლის მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები!

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო,

გთავაზობთ შაბათის სკოლის მე-5 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგებს:

 

შედეგები 

სააპელაციო განაცხადების

 განხილვის შემდეგ პირველადი  შედეგები დარჩა უცვლელი.

ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება აქვს 104 მოსწავლეს, რომლებმაც პირველი ტურის შედეგად დააგროვეს 12 ან მეტი ქულა.

 

ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდება 2026 წლის 26 მაისს, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49);    

ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება 9:30 საათიდან, ოლიმპიადა დაიწყება 10:00 საათზე.

ფინალურ ტურში მოსწავლეებს მიეცემათ დახურულბოლოიანი ტესტი, რომელშიც იქნება 25 ამოცანა. სამუშაო დრო - 2,5 საათი.

ოლიმპიადაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ფინალურ ტურში მონაწილე მოსწავლეებიდან.

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784